მნათობი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მნათობი.

„მნათობი“ქართული ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა 1869-1872 წლებში თბილისში (1869 წელს გამოვიდა 10 ნომერი; 1870 წელს — 4; 1871 წელს — 8; 1872 წელს — 11). რედაქტორი — ნიკოლოზ ავალიშვილი; გამომცემელი — ივანე ელიოზიშვილი. „მნათობი“ იყო ქართველი ხალხოსნების პროგრესული მიმართულების ჟურნალი, რომელიც უტოპიურ სოციალიზმს ქადაგებდა. გამოქვეყნებულია ნინო ორბელიანის, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის, ნ. იაშვილის, დიმიტრი ჯანაშვილის, გიორგი იოსელიანის, ნიკოლოზ ავალიშვილის, ივანე ელიოზიშვილის, ანტონ ფურცელაძის, აკაკი წერეთლის, გ. ქიქოძის, რაფიელ ერისთავის, ეკატერინე გაბაშვილის და სხვათა ნაწარმოებები; ჯორჯ ბაირონის, უილიამ შექსპირის, ჟ. ბ. მოლიერის, ფრიდრიხ შილერის, ჰაინრიხ ჰაინეს, პიერ - ჟან დე ბერანჟე და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები. „მნათობს“ ლიტერატურულ საკითხებზე პოლემიკა ჰქონდა „ცისკართან“, „დროებასთან“ და „კრებულთან“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარიჭაშვილი დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა «წიგნის მეგობარი», 1925, № 1—2;
  • ქართული ბიბლიოგრაფია, 1—ქართულ ერთდროულ გამოცემებში (1852—1910) მოთავსებული სტატიებისა და მასალების მაჩვენებელი, პ., 1916;