მლადენ სტოიანოვიჩის სახელობის პარკი
მლადენ სტოიანოვიჩის სახელობის პარკი | |
---|---|
სერბ. Парк Младен Стојановић | |
მდებარეობა | |
44°46′51″ ჩ. გ. 17°12′08″ ა. გ. / 44.78083° ჩ. გ. 17.20222° ა. გ. | |
ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
რეგიონი | სერბეთის რესპუბლიკა |
რაიონი | ბანია-ლუკა |
ქალაქი | ბანია-ლუკა |
ძირითადი ინფორმაცია | |
ფართობი | 13,6 |
მლადენ სტოიანოვიჩის სახელობის პარკი ( სერბ. Парк Младен Стојановић ) — უდიდესი მუნიციპალური პარკი სერბთა რესპუბლიკის (ბოსნია და ჰერცეგოვინა) დედაქალაქ ბანია ლუკაში. პარკი მდებარეობს როსულეს კვარტალში, მლადენ სტოიანოვიჩის ქუჩასა და სერბეთის არმიის ბულვარს შორის, იგი მოიცავს 10 ჰექტარზე მეტ ფართობს. მისი ტერიტორია გამოიყენება კონცერტებისთვის და სპორტული შეჯიბრებისთვის, რომელთა შორის აღსანიშნავია ჩემპიონატები ჩოგბურთში (კლუბი „მლადოსტის“). პარკს სახელი ეწოდა იუგოსლავიის პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოღვაწის, იუგოსლავიის სახალხო განმათავისუფლებელი ომის დროს, პარტიზანული რაზმის მეთაურის, იუგოსლავიის სახალხო გმირის ექიმ მლადენ სტოიანოვიჩის (1896-1942) საპატივსაცემოდ.[1]
სპორტი და აქტიური დასვენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს კლუბ „მლადოსტის“ ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები და სარბენი ბილიკები, ბოჩეს, მაგიდის ჩოგბურთის, კალათბურთის, მინი ფეხბურთის სათამაშო მოედნები, ჭადრაკის დაფები; ჩოგბურთის კედელი, ასევე მოედანი სპორტული ინვენტარით, შადრევნები და სასადილო. პარკის ერთ-ერთი სიმბოლოა ბირთვული თავშესაფარი, რომელიც მდებარეობს მის „გულში“. რეკრეაციული აქტივობების განვითარებას ხელს უწყობს ყოველწლიური მანიფესტაცია სახელწოდებით „ფიტნესით ჯანმრთელობამდე“ ( სერბ. Фитнесом до здравља ), რომლის დროსაც მოქალაქეებს შეუძლიათ ტრენერების ხელმძღვანელობით დაკავდნენ ფიტნესით ერთი თვის განმავლობაში. პარკში ასევე ტარდება სხვადასხვა კონცერტები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
მლადენ სტოიანოვიჩის სახელობის პარკში 1984 წელს დაარსდა ჩოგბურთის კლუბი „მლადოსტი“ ( სახელწოდება 1986 წლიდან). კლუბს აქვს 13 ჩოგბურთის კორტი (10 — თიხის საფარით, 3 — მყარი). სწორედ იქ დაიწყო პირველი პროფესიონალური ჩოგბურთის ტურნირები ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში (2006 წლიდან დევისის თასის მატჩების ჩათვლით). 2002 წლიდან იქ ასევე იმართება ტურნირი Banja Luka Challenger. [2] 2023 წლის აპრილში პარკის ფარგლებში მდებარე სერბთა რესპუბლიკის (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ეროვნული ჩოგბურთის ცენტრის ღია თიხის კორტებზე გაიმართა სერბთა რესპუბლიკის (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ღია ჩემპიონატი, ტურნირი ATP 250 კატეგორიაში. ცენტრალური არენის ტევადობა, რომელიც მასპინძლობდა შეჯიბრს, 6 ათას ადამიანს შეადგენს. [3]
რეკონსტრუქციის პროექტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს, ბანია-ლუკას უნივერსიტეტის არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიისა და გეოდეზიის ფაკულტეტმა წარადგინა მლადენ სტოიანოვიჩის სახელობის პარკის რეკონსტრუქციის იდეოლოგიური პროექტი, რომლის მიხედვითაც პარკი უნდა დარჩენილიყო „მწვანე ზონად0“, მაგრამ ძველი, დაზიანებული ველობილიკები და ხეები ახალი ველობილიკებით და ახალგაზრდა ხეებით ჩანაცვლდებოდა. პროექტის მიხედვით იგეგმებოდა პარკის ცენტრში საცურაო აუზისა და შადრევანის კომბინაციის განთავსება, ასევე 320 მ სიგრძის ხეივნისა და სადამკვირვებლო კოშკის გახსნა, ძირითადი საინფორმაციო ქვის ტაბლოების დამონტაჟება პარკის შესახებ და მრავალი სხვა. [4]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Архивирано на 23 септември 2015 г., Идејни пројекат. მაკედ.
- ↑ O nama. ТК «Младост». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-03.
- ↑ Evo kada počinje prodaja karata za "Srpska open" u Banjaluci. Независне новине.
- ↑ Ništa od najavljene rekonstrukcije parka. banjalukalive.com (2012-01-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23.