შინაარსზე გადასვლა

მკვდრების დასი (ტიფლისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მკვდრების დასი
ტიფლისი -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 1
სცენარი ივა ფეზუაშვილი
რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი
მუსიკა ნიაზ დიასამიძე
ეთერი 24 ოქტომბერი, 2014 (2014-10-24)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„ცხელ კვალზე“
ტიფლისი (ეპიზოდების სია)

მკვდრების დასი — სერიალის ტიფლისი პირველი ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 2014 წლის 24 ოქტომბერს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პირველ სერიაში ავტორები გვაცნობენ დანაშაულის ძირითად ფაქტებს, ისტორიის ძირითად მონაწილე გმირებსა და სოციალურ ფენებს. XIX საუკუნის ტიფლისის `გაცოცხლებული სურათები”, რამდენიმე შრისგან შედგება. ეს არის `ამბავი პერიფერიიდან”, სადაც, ძირითადად, ტყეში გავარდნილი ყაჩაღების შესახებ მოგვითხრობენ, ინტელიგენცია, რომელიც იყოფა ორ შრედ: პატრიოტები და დამნაშავეები, გამოძიების პროცესი, რომელშიც ორი მეძებარი და ჟურნალისტია ჩართული. XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ყოფითი დეტალები, დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური ფონი, სიუჟეტში არსებული მოტივები ამბის გაშლის მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა. გამოცანა, ტრაგედია, ინტრიგა, ბუნდოვანება, მოვლენებში მონაწილე პირების მრავალფეროვნება, საზოგადოების ფართე სპექტრი, რაც ფაქტობრივად, იმდროინდელი საქართველოს სრულიად ახლებურ სახეს ქმნის. გამოსახულება, აშკარად სცილდება ტრადიციული სერიალებისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას, იგრძნობა ეპოქის ერთიანი სტილი: ევროპული და კავკასიური. ავტორები ამ ნიშნებით ხაზს უსვავენ ქართული კულტურის თავისებურებას და განსაკუთრებით, თბილისის კოლორიტს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]