მიჰრან აკობიანი
მიჰრან აკობიანი | |
---|---|
დაიბადა | 18 თებერვალი, 1984 |
დაბადების ადგილი | სტეფანაკერტი |
ეროვნება | სომეხი |
სფერო | ქანდაკება |
ცნობილი ნამუშევრები | ვიკიპედიის მონუმენტი |
საიტი | http://mihranhakobyan.com |
მიჰრან აკობიანი (სომხ. Միհրան Հակոբյան; დ. 18 თებერვალი, 1984) — სომეხი მოქანდაკე, ვიკიპედიის პირველი მონუმენტის ავტორი[1].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიჰრან აკობიანი დაიბადა 1984 წლის 18 თებერვალს, სტეფანაკერტში. მისი მამა, მოქანდაკე არმენ აკობიანი (1941-1990) მთიანი ყარაბაღის ომში გარდაიცვალა[2][3]. 2000-2006 წლებში, მიჰრან აკობიანი ერევნის სახელმწიფო სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, სკულპტურის ფაკულტეტზე[4] . შემდეგ, იგი საკუთარი პროფესიით მუშაობდა სომხეთსა და რუსეთში, ამასთანავე, მონაწილეობა მიიღო სტეფანაკერტსა[5][6] და ერევანში გამართულ გამოფენებში[7].
2001 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხატვართა კავშირის წევრი გახდა. 2011 წელს, აკობიანმა მონაწილეობა მიიღო შუშაში გამართულ სკულპტურის საერთაშორისო სიმპოზიუმში[8]. მისი შექმნილი მონუმენტები ძირითადად ქვის, ხის ან ბრინჯაოსგანაა შექმნილი. 2010-2013 წლებში, იგი სლუბიცეში, Collegium Polonicum-ში პოლონურ ფილოლოგიას სწავლობდა. 2012 წელს, მან პოლონური „კულჩიკის ფონდიდან“ სტიპენდიები მოიპოვა[9].
აკობიანი ასევე მუშაობს ანიმაციური ფიგურების შექმნაზეც[10]. მისი ერთ-ერთი ნამუშევრისთვის — „ქოლგა“, ლეონიდ ენგიბაროვის მოთხრობის მიხედვით[11][12], 2013 წელს, მოსკოვში, მან მოკლემეტრაჟიან ფილმთა ფონდისგან აუდიტორიის ჯილდო მოიპოვა[13].
ვიკიპედიის მონუმენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Collegium Polonicum-ის დირექტორის, კრისტოფ ვოიჩეხოვსკის დავალებით[14], მიჰრან აკობიანმა სლუბიცეში ვიკიპედიის პირველი მონუმენტი შექმნა[15]. 2014 წლის 22 ოქტომბერს, მონუმენტი ქალაქ სლუბიცეში, ფრანკფურტის მოედანზე აღიმართა. მისი ღირებულება შეადგენს 62 000 ზლოტს (11 000 ევროს), რომელიც გაიღო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა[16][17][18].
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ვიკიპედიის მონუმენტის აღმართვა.
-
მიჰრან აკობიანი სლუბიცეს მერთან და კრისტოფ ვოიჩეხოვსკისთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Website of Mihran Hakobyan
- Works of Mihran Hakobyan
- Pierwszy na świecie pomnik Wikipedii stanął w Słubicach.
- The author of Wikipedia first monument
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Katz, Leslie (27 October 2014). „A Wikipedia monument? It's true (we're pretty sure)“. CNET.
- ↑ „В Карабахе проходит выставка известного скульптора Армена Акопяна“ (რუსული). Memorial Society. 13 December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2016.
- ↑ Beglaryan, Ashot (24 June 2011). „В Арцахе отметили 70-летие скульптора Армена Акопяна, погибшего 2 января 1990 года“. karabakh-news.com (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2016.
- ↑ Mihran Hakobyan pl. Collegium Polonicum.
- ↑ „В Степанакерте открылась выставка художников Нагорного Карабаха и Армении“. REGNUM News Agency. 8 May 2007.
- ↑ „В Степанакерте открылась совместная выставка художников Нагорного Карабаха и Армении“ (რუსული). REGNUM News Agency. 31 August 2007.
- ↑ Beglaryan, Ashot (9 July 2011). „Две судьбы“. armenianarthall.com (რუსული). Armenian Art Hall.
- ↑ „Карабахский скульптор доволен прошедшим в Шуши первым международным симпозиумом по скульптуре“. newsarmenia.ru (რუსული). 1 August 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2022. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2016.
- ↑ Stypendium Funduszu Rodziny Kulczyków dla Mihrana Hakobyana. Instytut Filologii Polskiej Uniwersytetu im. Adama Mickiewicza w Poznaniu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-10. ციტირების თარიღი: 2016-05-29.
- ↑ Promo video for the Collegium Polonicum
- ↑ „Зонтик“ on YouTube
- ↑ Третий Фестиваль искусств имени Леонида Енгибарова „Звёздный клоун“.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-30. ციტირების თარიღი: 2016-05-29.
- ↑ „Karabakh sculptor’s Wikipedia monument unveiled in Poland“. ArmeniaNow. 23 October 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2016.
- ↑ „Slubice: Polnische Stadt setzt Wikipedia ein Denkmal“. Spiegel Online (გერმანული). 9 October 2014.
- ↑ World’s First Wikipedia Monument Designed by Armenian Sculptor Unveiled in Poland. MassisPost. ციტირების თარიღი: 2014-10-25.
- ↑ Wikipedia in polnischer Grenzstadt Slubice mit Denkmal geehrt. 22 October 2014 on the website of Wiener Zeitung, retrieved at 24 October 2014
- ↑ Wikipedia bekommt Denkmal. FAZ. ციტირების თარიღი: 2014-10-25.
- ↑ W Słubicach stanie pierwszy na świecie pomnik Wikipedii. Polska Agencja Prasowa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-25. ციტირების თარიღი: 2014-10-25.