ვიკიპედიის მონუმენტი
ვიკიპედიის მონუმენტი | |
---|---|
Pomnik Wikipedii | |
| |
ავტორი | მიჰრან აკობიანი |
წელი | 22 ოქტომბერი 2014 |
ტიპი | სკულპტურა |
სიმაღლე | 170 |
სიგანე | 60 |
ქალაქი | სლუბიცე, პოლონეთი |
მუზეუმი | plac Frankfurcki |
ვიკიპედიის მონუმენტი (პოლ. Pomnik Wikipedii) — ვიკიპედიისადმი მიძღვნილი პირველი მონუმენტი (ძეგლი), რომელიც პოლონეთის ქალაქ სლუბიცეში დგას. აღიმართა 2014 წლის 22 ოქტომბერს. ეს არის მსოფლიოში პირველი მონუმენტი, რომელიც აღიმართა ინტერნეტ-ენციკლოპედია ვიკიპედიის პატივსაცემად. ძეგლის ავტორია 30 წლის სომეხი სტუდენტი მიჰრან აკობიანი. მონუმენტის ღირებულება შეადგენს 11 ათას ევროს, რომელიც გაიღო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ქალაქ სლუბიცეს მერმა ტომაშ ჩიშევიჩმა მონუმენტის აღმართვას მხარი დაუჭირა, იმ მოტივით, რომ ქალაქის ახალი ღირსშესანიშნაობა გაზრდიდა ტურისტების რაოდენობას.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ფონდ ვიკიმედიის გერმანელი, პოლონელი და ამერიკელი წარმომადგენლები. გახსნას ასევე ესწრებოდა დარიუშ ემელნიაკი, ვიკიპედიაზე დაწერილი წიგნის ავტორი.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: