შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ჯომარჯიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1822
გარდაცვალების თარიღი 1889
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
სამხედრო სამსახურის წლები 18401889
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
სამსახურიდან გადადგომა 1889

მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე (დ. 1822 — გ. 1889) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტანტი და სამხედრო საბჭოს წევრი.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1840 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში პრაპორშჩიკის ჩინით. 1848 წელს გადაეცა ოქროს ხმალი სიმამაცისთვის. 1853-1857 წლებში იყო ჭარ-ბელაქნის სამხარეო ოლქის უფროსის მოადგილე; 1857-1860 წლებში პერეიასლავის დრაგუნთა პოლკის ერთ-ერთი ათასეულის მეთაური, 1860-1863 წლებში ამავე პოლკის მეთაური, 1863-1868 წლებში სამხრეთ დაღესტნისა და დერბენტის სამხედრო ოლქის უფროსი, აგრეთვე დერბენტის ქალაქის თავი. 1868-1874 წლებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა. 1874-1876 წლებში იყო კავკასიის ადგილობრივი ჯარების უფროსი. 1876-1886 წლებში მეთაურობდა კავკასიის არმიის მე-2 კორპუსს. 1886 წლიდან იყო სამხედრო საბჭოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]