მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.jpg
43°03′11″ ჩ. გ. 42°44′24″ ა. გ. / 43.05306° ჩ. გ. 42.74000° ა. გ. / 43.05306; 42.74000
დაარსდა 1983
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა მესტია, საქართველო
კლასიფიკაცია მემორიალური

მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიმესტიაში, (საქართველო) მდებარე მიხეილ ხერგიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი.[1]

მუზეუმი დაარსდა 1983 წელს ქართველი „კლდის ვეფხვის“ — მიხეილ ხერგიანის სახელის უკვდავსაყოფად. სახლ-მუზეუმი ხერგიანის მშობლიურ სახლში (მესტია, მ.ხერგიანის ქ. №32) მოეწყო. მუზეუმში შესაძლებელია ქართველი ალპინისტის, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის (1963), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის (1967), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მიხეილ ხერგიანის პირადი აღჭურვილობის, ფოტოგალერეის, მისი ჯილდოების, ასევე XI საუკუნის კოშკის და ბევრი სხვა საინტერესო ექსპონატის ნახვა. აქვეა ქამარი და გადაჭრილი თოკი, რომელიც მას სიცოცხლის ბოლო დღეს, სუ-ალტოს მარშრუტის გავლისას ეკეთა. სახლ-მუზეუმში ჩანაწერების წიგნიც არის, რომელშიც ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია სვანეთის ლეგენდის შესახებ თავისი შთაბეჭდილება დატოვოს. მიხეილ ხერგიანის კოშკიდან მესტიის შესანიშნავი ხედი იშლება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]