მიხეილ ხერგიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი (დ. 25 მარტი, 1932, დაბა მესტია − გ. 4 ივლისი, 1969, მწვერვალი სუ-ალტო (დოლომიტები), იტალია, დაკრძალულია მესტიაში), ქართველი ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ალპინიზმში სსრკ სამგზის (1955, 1956, 1964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (1952, 1960, 1962, 1964, 1965 (აბსოლუტური), 1966, 1967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის.

ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი. 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა ხერგიანის მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1971 წელს კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერგიანის პრიზი. ხერგიანი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1969 წელს თურქესტანის ქედზე 4960 მ სიმაღლის მწერვალს მისი სახელი ეწოდა.
  • 2011 წლის ოქტომბერში მესტიაში კლდეზე ცოცვაში მიხეილ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა[1].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიხეილ ხერგიანი, თბ., 1973;
  • ბურლაკოვი ი., მთის რაინდი, თარგმ. რუსულიდან, თბ., 1981;
  • გოზალიშვილი დ., მიხეილ ხერგიანი, თბ., 1982;
  • დავითიშვილი ა., მთის ლეგენდა, თბ., 1969;
  • ხერგიანი მ., კლდის ვეფხვი, თბ., 1975;
  • Бурлаков Ю. Б., Восходитель, М., 1979;
  • Кузнецов А., Горы и люди, М., 1970;
  • გოზალიშვილი დ., ქსე, ტ. 11, გვ. 470, თბ., 1987

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 28-30 ოქტომბერს მესტია მიხეილ ხერგიანის მემორიალს მასპინძლებს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 19.10.2011.