მიხეილ ჭკუასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ლომგულის ძე ჭკუასელი (დ. 10 სექტემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ბიზნესმენი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1992), საქართველოს მეცნიერებეთა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა (1995) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტურანტურა (2020).

1993–1995 წლებში იყო სს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, 1995-1997 წლებში — სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი) გურიის მხარეში, 1997-1998 წლებში — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2001 წლიდან მოღვაწეობს კერძო ბიზნესში, მ. შ., 2010 წლიდან არის ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტის“ გენერალური დირექტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]