მიხეილ ქოჩაკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ქოჩაკიძე (დ. 1909, მუხიანი — გ. 1997) — ქართველი არქიტექტორი, ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით და მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1932-1936 წლებში მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაცია „მოსკოვმშენში“ ტექნიკოსად, სამუშაოთა მწარმოებლად და მშენებლობის უბნის უფროსად. 1936-1942 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქსახპროექტის“ უფროს არქიტექტორად, მთავარ ინჟინრად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1942-1946 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო კომისარიატის სახელმწიფო კონტროლის მთავარ კონტროლიორად, კომუნალური მეურნეობისა და მშენებლობის დარგში. 1946-1948 წლებში იყო კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის უფროსის მოადგილე. 1949-1950 წლებში იყო ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში. 1950-1952 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილების უფროსი. 1952-1953 წლებში იყო ქუთაისის საოლქო კომიტეტის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში. 1953-1960 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი, საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის „საქსახმშენის“ თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი. 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში. დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების საქმეში. მისი ნამუშევრებია: ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის შენობათა კომპლექსის რეკონსტრუქცია (პიონერთა სასახლედ გადაკეთება), თბილისის №31 ქარხნის საცხოვრებელი დასახლების, საცხოვრებელი სახლების (თბილისში საბჭოსა და უნივერსიტეტის ქუჩებზე), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების (საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში) და სხვა პროექტები. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1996 — ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 573
  • წიგნი ღირსებისა: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2000, გვ. 413

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]