მიხეილ იაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ იაშვილი (დ. 1748 — გ. 1811) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავადი მიხეილ ალექსის ძე იაშვილი წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავადან ყოფილა. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა, მონაწილეობდა 1768-1774 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში, შემდგომში კი მსახურობდა სესტრორეცკის და სანქტ-პეტერბურგის დენთის ქარხნების უფროსად. ბევრად მეტი ვიცით მისი ვაჟების, ვლადიმერ და ლევან იაშვილების შესახებ. ძმების რუსეთის მეფის სამსახურში გამწესება იმპერატორ ეკატერინე II-ის დროს მომხდარა. ორივემ სამხედრო კარიერის მწვერვალებს მიაღწია. ვლადიმერ იაშვილი გენერალ-მაიორი გახდა, მაგრამ რუსეთის იმპერატორის, პავლე I-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, ალექსანდრე I-მა იგი თავის მამულში, კალუგის გუბერნიაში, სოფელ მურომცევოში გადაასახლა და პოლიციის მეთვალყურეობა დაუწესა. უფრო წარმატებული აღმოჩნდა უმცროსი ძმის, ლევანის სამხედრო კარიერა. მან მრავალ ბრძოლაში გამოიჩინა თავი, მათ შორის 1812 წლის ომში და 1819 წელს არტილერიის სრული გენერლის ტიტული დაიმსახურა. ლევან იაშვილმა 1832 წელს მიიღო უფლება, ეპოლეტებზე ეტარებინა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ვენზელი. მისი პორტრეტი, შესრულებული ინგლისელი მხატვრის ჯ. დოუს მიერ, განთავსებულია ზამთრის სასახლის სამხედრო გალერეაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.176

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]