მიხეილ ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

მიხეილ (მიხა) ქაიხოსროს ძე ერისთავი (დ. 1817 — გ. 1870) — თავადი. ქართველი მემამულე, ჩაის კულტივირების პიონერი საქართველოში.

ქსნის ერისთავთა შთამომავალი, პოეტ ელიზბარ ერისთავის შვილიშვილი და იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილთაშვილი. 1840-იან წწ. შოტლანდიელი მებაღის იაკობ მარის (ნიკო მარის მამა) დახმარებით გურიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ გორაბერეჟოულში მიწის მცირე ნაკვეთზე გააშენა ჩაის კულტურა. ერისთავი ჩაის პრიმიტიული, კუსტარული მეთოდით ამუშავებდა. გორაბერეჟოულში მოყვანილი კულტურისგან დამზადებული ქართული ჩაი წარდგენილი იყო 1864 წ. სრულიად რუსეთის გამოფენაზე. მიხა ერისთავის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მეურნეობას სათავეში მისი ვაჟი ანდრია ჩაუდგა.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]