ანდრია ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

ანდრია მიხეილის ძე ერისთავი (დ. 1855 — გ. 16 იანვარი 1932) — თავადი. ქართველი მეწარმე და პოლიტიკური მოღვაწე.

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტებზე. სტუდენტობის დროს ეჭვმიტანილი იყო რევოლუციურ საქმიანობაში და საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ პროპაგანდაში. ერთი პერიოდი იმყოფებოდა რუსული პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. 1879 წ. საქართველოში დაბრუნდა და მამამისის — მიხეილ ერისთავის — მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. აგრძელებდა ჩაის კულტივირებას გურიაში, აქვეყნდებდა სამეცნიერო-კლევით ნაშრომებს აგრონომიის საკითხებში, მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო კონკურსებში. 1889-98 წწ. მომრიგებლად მუშაობდა ქუთაისის გუბერნიაში, შემდეგ ხელმძღვანელობდა საკრედიტო საზოგადოებას ფოთსა და ქუთაისში. 1900 წ. დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ. 1907 წ. გადასახლდა პეტერბურგში. 1909-15 წლებში არჩეული იყო სახელმწიფო საბჭოს წევრად, 1917 წ. კი — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საადგილმამულო კრების წევრად (გარიცხეს გამოუცხადებლობისთვის). ავტორია გამოუქვენყებელი მოგონებებისა „ისტორიული სურათები. რუსული რევოლუციის ეპოქიდან. თვითმხილველის შთაბეჭდილებები და აზრები“ (დაცულია ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის არქვიში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (რუსული) Деятели революционного движения в России: Биобиблиографический словарь: От предшественников декабристов до падения царизма: [В 5 т.]. — М.: Изд-во Всесоюзного общества политических каторжан и ссыльно-поселенцев, 1927-1934.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]