მიხეილ გარაგაში
იერსახე
მიხეილ გარაგაში (სომხ. Միքայել Գարագաշ; დ. 1890, ტფილისი — გ. 1940, თბილისი) — სომეხი მსახიობი, სომხეთის სსრ-ის და საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1939).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ტფილისში. 1922 წლიდან მუშაობდა ერევნის პირველ სახელმწიფო თეატრში (ამჟამად გ. სუნდუკიანის სახელობის ეროვნული აკადემიური თეატრი) მსახიობად. ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გადავიდა თბილისში, სადაც მუშაობდა თბილისის სომხურ თეატრში მსახიობად. გადაღებულია ფილმებში: „ნამუსი“, „პეპო“, „ზანგეზური“ და სხვა.[1] 1933 წელს მიენიჭა სომხეთის სსრ-ის, ხოლო 1939 წელს კი საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1925 : „ნამუსი“ — მედუქნე
- 1926 : „ზარე“ — თემურ-ბეკი
- 1926 : „ნათელა“ — დურსუნ-ბეი
- 1927 : „ავი სული“ — ვაჭარი
- 1929 : „სახლი ვულკანზე“ — მმართველი
- 1930 : „ქურდი“ — უფროსი ოსტატი
- 1935 : „პეპო“ — ზიმზიმოვის მსახური
- 1938 : „ზანგეზური“ — სამსონი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ გარაგაში — ეროვნული ფილმოგრაფია
- მიხეილ გარაგაში — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Гарагаш Михаил დაარქივებული 2023-07-25 საიტზე Wayback Machine.
- Гарагаш Михаил
- Михаил Гарагаш