მიწის რწყილები
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მიწის რწყილები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Halticinae | |||||||||||||
|
მიწის რწყილები (ლათ. Halticinae) — ხოჭოების ქვეოჯახი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 1,5-5 მმ აღწევს. ყველა მიწის რწყილები მცენარიჭამიაა. ხოჭოები აზიანებენ ფოთლებს, მატლები — ფესვებსა და ღეროებს. ცნობილია მიწის რწყილების 5000-მდე სახეობა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში ფართოდ არიან გავრცელებული. აღსანიშნავია ჭია-წურბელა, სატაცურის ჭახია, წიწმატის ფოთლიჭამია, მჟაუნას ფოთლიჭამია, თხილის რწყილი, ვაზის რწყილი, პურის რწყილი და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 40.