შინაარსზე გადასვლა

ჭია-წურბელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭია-წურბელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  ფოთლიჭამიასებრნი
გვარი:  Oulema
სახეობა:  ჭია-წურბელა
ლათინური სახელი
Oulema melanopus (Linnaeus, 1758)

ჭია-წურბელა[1] (ლათ. Oulema melanopus) — მწერი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. მნიშვნელოვნადაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით დაბლობ ზონაში. დიდ ზიანს აყენებს გაზაფხულის ნარგავებს, ნაკლებად — საშემოდგომო ხორბალს, რომელიც მავნებლის აქტიური ფაზისათვის საკმაოდ მოძლიერებულია. ზიანი მოაქვს ხოჭოსა და მატლს. მატლი ფოთლის ზედა მხარეს იკვებება, რის შედეგადაც მასზე ჩნდება განიერი და ბაცი ფერის ზოლები, თვითონ ფოთოლი ყვითლდება და ხმება. ხოჭოები ფოთლებში ჭრიან ხვრელებს. ძირითადად აზიანებს შვრიას, ქერს და გაზაფხულის ხორბლის მაგარ ჯიშებს. მავნებელს ერთწლიანი გენერაცია აქვს.[2][3]

ბრძოლის ღონისძიებები: თესლბრუნვა, მაგარი ხორბლის ნაცვლად რბილი ხორბლის თესვა, რომელიც შედარებით გამძლეა მავნებლების მიმართ.[2][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 40.
  2. 2.0 2.1 ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. centri.gov.ge (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2020.
  3. 3.0 3.1 „ჩვენი სოფელი“, ივლისი 2020, №5 (55), გვ. 14.