მიწისქვეშა აბანო (იჩერი-შეხერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიწისქვეშა აბანო
აზერ. Yeraltı hamam

"იუხარი ბაშის" ნაკრძალის მთავარი სავაჭრო ქუჩა ისტორიულ და არქიტექტურულ
მდებარეობა ბაქო, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

მიწისქვეშა აბანო (აზერ. Yeraltı hamam) — ჰამამი (აბანო), განლაგებული დიდი ციხესიმაგრის ქუჩაზე (ბეიუკ გალა), ციხესიმაგრის კარიბჭესთან შორიახლოს ბაქოს კვარტალ იჩერი-შეჰერი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბანოს სათავსოები მიწის დონეზე დაბლაა განლაგებული, რაც ბაქოს აბანოებისთვის ტიპურ მოვლენას წარმოადგენს. ეს ეხმარება მუდმივი ტემპერატურული რეჟიმის სტაბიულად შენარჩუნებას. მიწის ზედაპირზე იყო ორი დახვრეტილი თაღი ქვემოთ სიღრმეში შუქის შესაღწევად.[1] აბანოში შესასვლელი განლაგებული იყო სამხრეთ ნაწილში.[2]

აბანო შედგება რამდენიმე ოთახისგან და ორი რვაკუთხიანი დარბაზისგან. არქეოლოგიური სამუშაოების დროს დაშვებულ იქნა ვარაუდები, რომ შესასვლელთან მდებარე პირველ დარბაზში ტანსაცმელს იცვლიდნენ, ხოლო მეორე დარბაზი გამოიყენებოდა დაბანისთვის.[2] მშენებლობისას გამოყენებული იყო გულბახის ქვა, აგლას ერთ-ერთი სახეობა. იზოლაციისათვის გამოიყენებოდა თიხისა და კირქვის საფუძველზე გაკეთებული სამშენებლო ნარევი[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბანო, სავარაუდოდ, XVII საუკუნის დასაწყისში იქნა აშენებული.[2] იმ პერიოდში გავრცელებული იყო აბანოების ქალაქის შესასვლელებთან შენება, რათა ქარავნებსა და მგზავრებს ქალაქში შესვლამდე შეძლებოდათ დაბანა.[3] 1806 წელს რუსული ჯარების მიერ ბაქოს დაპყრობის შემდეგ, აბანოების ტერიტორიაზე სამხედრო კომენდატურა განლაგდა. თვითონ აბანო კი მიწით ამოავსეს, ხოლო თაღები დაანგრიეს.[3]

გათხრები და აღდგენითი სამუშაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას შეწყვილებული ციხესიმაგრის კარიბჭის (გოშა გალას) გარშემო აბანოს ნაწილი გასუფთავდა. რამდემინე ოთახის გარდა, რომლებშიც საყრდენი ბოძები ჩამოინგრა, მთელი აბანო შედარებით კარგ მდგომარეობაში შემოინახა, თუმც შესაძლო ნგრევის საშიშროების გამო, აბანოს შესწავლა მხოლოდ 2016 წელს გაგრძელდა, კედლების გამაგრების შემდეგ.[2]

2018-2020 წწ. აბანოში მიმდინარეობდა კონსერვაციისა და რესტავრაციის სამუშაოები. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ავსტრიული კომპანია "Atelier Erich Pummer".[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]