მიშო (რეპერი)
იერსახე
| მიშო | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | მიქაელ აბრამიანი |
| დაბ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1984 |
| დაბ. ადგილი | ერევანი, სომხეთი |
| ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი |
| საქმიანობა | რეპერი/მსახიობი |
| აქტიური | 2000–დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | Hay Team Production |
| საიტი |
YouTube Facebook Instagram |
მიშო (სომხ. Միշո; დ. 24 დეკემბერი, 1984, ერევანი, სომხეთი) — სომეხი რეპერი და მსახიობი. ითვლება სომხეთის ერთ-ერთ პიონერად ჰიპ-ჰოპში. მას ნათამაშები აქვს რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა 2012 წელს გადაღებული ფილმი „პოკერი სიყვარულის წესებით“.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიშო (დაბადების სახელი: მიქაელ აბრამიანი; სომხ. Միքայել Աբրահամյան)[1] დაიბადა 1984 წლის 24 დეკემბერს,[2] ერევანში, არცახელი ექიმისა და მასწავლებლის ოჯახში. სკოლის წლებში თამაშობდა კალათბურთს. 2009 წელს მან დაამთავრა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიიღო ექიმის ლიცენზია.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წელს მიშო შეხვდა ტელე პროდიუსერს/წამყვანს/მსახიობს, სონა ოგანესიანს,[3][4] ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ისინი 2015 წელს ერევანში, სომხეთში დაქორწინდნენ.[5]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიშოს დისკოგრაფია 2007 წლიდან:[6][7]
- ეკა, ტესა... (Էկա, տեսա, ...ի) - 2007
- ქახაქ@ ხოსუმა, ლსექ... (Քաղաքը խոսում ա, լսեք...) - 2009
- ინქუამ (ft.Garik) - 2009
- ზერო (Զրո) - 2010
- იმ ლეზუნ (Իմ Լեզուն) - 2011
- მი ქანი ჰოგი (Մի Քանի Հոգի) - 2013
- ბტზახნდირ (Բծախնդիր) - 2015
- მარაუხ (Մառախուղ) - 2017
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gevorgyan, Siranuysh (October 16, 2009). „Armenia Rap Rapprochement: Hay Tgheq Misho and Hayko reach peace over "puppy" protocols“. ArmeniaNow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2010. ციტირების თარიღი: August 30, 2012.
- ↑ «Տենաս տենց լոմբարդ կա՞, որ սիրտս գրավ դնեմ…» დაარქივებული 2012-10-14 საიტზე Wayback Machine.
- ↑ "Sona Oganesyan IMDB"
- ↑ "Hollywood Reporter"
- ↑ "Sona's & Misho's Wedding"
- ↑ Misho - Дискография (2007-2011)
- ↑ Misho Albums