შინაარსზე გადასვლა

პოკერი სიყვარულის წესებით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პოკერი სიყვარულის წესებით“

ფილმის პოსტერი
ჟანრი სათავგადასავლო კომედია
რეჟისორი დავიდ ბაბახანიანი
პროდიუსერი კარენ ღაზარიანი
სცენარის ავტორი აშოტ აბრაამიანი
დავიდ ბაბახანიანი
რუბენ ჯაღინიანი
როლებში ჰოვანეს აზოიანი
მიქაელ აბრამიანი
არტაშეს ალექსანიანი და სხვა
კომპოზიტორი როლანდ გასპარიანი
ოპერატორი ვაზგენ მურადიანი
გამოსვლის თარიღი 2012
ხანგრძლივობა 97 წთ.
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ენა სომხური
ბიუჯეტი 400 000 აშშ დოლარი

„პოკერი სიყვარულის წესებით“ (Poker.Am) — სომხური კინოფილმი, რომლის პრემიერა გაიმართა 2012 წლის 4 ოქტომბერს.[1][2] ფილმის რეჟისორია დავიდ ბაბახანიანი. ფილმი სომხურ ენაზეა გადაღებული, რუსული და ინგლისური სუბტიტრებით. იგი აგრეთვე დუბლირებულია ქართულ და რუსულ ენებზე.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის მთავარი გმირი მუშაობს ერევნის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მენეჯერ-მიმტანად. მას ჰყავს საცოლე და ცდილობს მას ხელი სთხოვოს. ამისათვის მან იყიდა ყოველივე აუცილებელი, ღია ლურჯი ჰალსტუხიც კი. მისი საუკეთესო მეგობარი — გარიკი მზადაა მას მხარი დაუჭიროს, თუმცა მან მონაწილეობა უნდა მიიღოს პოკერის ჩემპიონატის ფინალში. ფილმში ინტიმური, დახლართული ისტორიებია ასახული, საბედისწერო ლამაზმანების მონაწილეობით, მანქანების გატაცებით, დევნითი სანახაობებით, პოკერის მიმზიდველი და დრამატული პაექრობით.

მსახიობი როლი
ჰოვანეს აზოიანი - -
მიშო - -
არტაშეს ალექსანიანი -
ლილი ელბაქიანი - -
ანი პეტროსიანი -
ლუიზა ნერსისიანი - -
ხორენ ლევონიანი - -
როლანდ გასპარიანი - -
შორენა ბეგაშვილი -
ხვიჩა მაღლაკელიძე -
ნიკა არაბიძე -
მიშა ანდღულაძე -
ვასო ფხაკაძე -
ჯაბა კილაძე -
ზურა გაჩეჩილაძე -

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. sharmpictures.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-28. ციტირების თარიღი: 2017-01-25.
  2. kinopoisk.ru