მიშკარბაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიშკარბაში, მისკარბარში (სპარს.-თურქ. მირშექარბაში — ნადირობის საქმის გამგებელი) — სამონადირეო უწყების მაღალი მოხელე ქართლ-კახეთის სამეფოში. ტერმინი „მიშკარბაში“ XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან მკვიდრდება მონადირეთუხუცესის მნიშვნელობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 31.
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 223-224.