მირ ტაკი მირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მირ ტაკი მირი
Mir Taqi Mir 1786.jpg
დაბ. თარიღი 28 მაისი 1723(1723-05-28)
დაბ. ადგილი აგრა
გარდ. თარიღი 20 სექტემბერი 1810(1810-09-20) (87 წლის)
გარდ. ადგილი ლაქნაუ ან აუდი
ფსევდონიმი Meer
საქმიანობა ავტორი, პოეტი და პროზაიკოსი
ენა ურდუ ენა და სპარსული ენა
მოქალაქეობა დიდ მოგოლთა იმპერია

მირ ტაკი მირი (ურდუ مِيرتقى مِير; დ. 1724, აგრა — გ. 1810, ლაქნაუ) — ინდოელი პოეტი. წერდა ურდუ და სპარსულ ენებზე. ეკუთვნის ღაზალების 6 დივანი ურდუ ენაზე, ერთი სპარსულ ენაზე, ავტობიოგრაფია და პოეზიის ანთოლოგია, რამდენიმე კასიდა, მარსია და 20-ზე მეტი მასნავი, რომლებშიც უმღერა სიყვარულს, პოეზიას, ინდურ ბუნებას. ერთ-ერთ დივანში „დრაკონის წიგნში“ მწვავედ გააკრიტიკა საკარო პოეზია. მწუხარებითაა შეფერილი მისი სუფიური ლექსები. მირ ტაკი მირის პოეზიის საფუძველია ჰუმანიზმი, საყოველთაო სიყვარულის იდეა. მისი დახვეწილი ლექსები სავსეა პათოსით და მომხიბლაობით. თანამემამულეებმა მას პოეზიის ღმერთი უწოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]