მირძა კემპე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მირძა კემპე
დაბ. თარიღი 27 იანვარი (9 თებერვალი) 1907[1]
დაბ. ადგილი ლიეპაია[2]
გარდ. თარიღი 12 აპრილი 1974(1974-04-12)[1] (67 წლის)
გარდ. ადგილი რიგა
დასაფლავებულია Rainis Cemetery
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი, მთარგმნელი და მწერალი
ენა გერმანული ენა და ლატვიური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Latvia.svg ლატვია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი ლატვიის უნივერსიტეტი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი
მეუღლე ერიკს ადამსონსი

მირძა კემპე (მოგვიანებით ნაიაკოვსკა[3]) (ლატვ. Mirdza Ķempe; დ. 9 თებერვალი, 1907 — გ. 12 აპრილი, 1974) — ლატვიელი პოეტი, მწერალი და მასწავლებელი.[4] ლატვიის სსრ-ის სახალხო პოეტი, (1967), ლატვიისა და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1967), შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირძა კემპე დაიბადა მუშათა კლასის ოჯახში, ლიეპაიაში (ლატვია). 1915-1919 წლებში სწავლობდა ლიეპაიას პირველ დაწყებით სკოლაში. 1925 წელს დაამთავრა ლიეპაიას პირველი საშუალო სკოლა. მისი პირველი ლექსი „Ne jums!“ გამოქვეყნდა გაზეთ „Kurzemes Vārds“-ში 1923 წელს. იმავე წელს თარგმნა პუშკინის „მოცარტი და სალიერი“ ლატვიურ ენაზე. 1927 წელს ჩაირიცხა ლატვიის უნივერსიტეტში, რიგაში. ფულის სიმცირის გამო მირძას მოუწია უნივერსიტეტის დატოვება და 1928 წელს მუშაობა დაიწყო რადიოში. 1931 წელს დაქორწინდა ერიქს ადამსონსზე.

მირძა კემპე თარგმნიდა ნამუშევრებს ინგლისური, რუსული, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენებიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს ევაკუირებული იქნა მოსკოვში. წერდა პიესებს, მინიატურებსა და ლექსებს.

მირძა კემპე გარდაიცვალა 1974 წლის 12 აპრილს რიგაში.

1989 წლის 9 თებერვალს ლიეპაიაში გაიხსნა მირძა კემპეს მონუმენტი (არქიტექტორი ლიგიტა ულმანე), მოგვიანებით — რიგაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Кемпе Мирдза Яновна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Undīne Adamaite. (28 September 2011) Melodrāma par "nepareizu" dzīvi. Izrāde Īsie zibsnīgie mirkļi Latvian. Diena. წაკითხვის თარიღი: 1 April 2012.
  4. Sandra Vensko (2010), Karalienes saimes galds, Kurzemes Vārds, сс. 30–33