მირონცხება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირონცხებაქრისტიანული სარწმუნეობის ერთი 7 საიდუმლოებათგანი, მიმდევრობით მეორე, ნათლობის შემდეგ, თითქმის მისი შემადგენელი ნაწილი. თუმცა, ეკლესია ამტკიცებს, რომ ეს ცალკე საიდუმლოებაა, უფლის მადლის გადმოსვლის ნიშანი მოსანათლავზე, რომელიც ამით ეკლესიის წიაღში გადადის და სულიერი ცხოვრება ქრისტიანი კაცისა იწყება. რიტუალი სრულდებოდა ეპისკოპოსის მიერ ხელის დადებით, შემდეგ მორწმუნეთა გამრავლების გამო გამარტივდა მირონის – სურნელოვანი ნახარში ზეთის წაცხებით შუბლზე, ყურებზე, ნესტოებზე, თვალებზე, ხელ–ფეხზე. ხელის დადება კი მღვდლობის წესად დაკანონდა (II და IV საეკლესიო ყრილობები ხელის დადებას აღარც ახსენებენ). საქმე მოციქულთა უკვე იძლევა ამ წესის გასაღებს, რასაც იესოს სიტყვები მიუთითებს სახარებაში ("ბანილ იყვნეს სახელითა უფლისა იესოსითა. მაშინ დასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმინდა"). ხელის დადება, მერე მირონცხება ახალ აღთქმაში სხვაგანაც ნახსენებია. აქედან მომდინარეობს ტერმინი ხელდასხმა.

წყაროები[რედაქტირება]