მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
აზერ. Mirzə Fətəli Axundzadə adına Azərbaycan Mədəniyyəti Muzeyi
Akhundov House - Museum of Azerbaijani Culture in Tbilisi.jpg
ახუნდოვის მუზეუმის შენობა
41°41′17″ ჩ. გ. 44°48′58″ ა. გ. / 41.6882611° ჩ. გ. 44.8162611° ა. გ. / 41.6882611; 44.8162611
დაარსდა 1982
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მისამართი თბილისი
მდებარეობა ვახტანგ გორგასლის 17,
სტატუსი მუზეუმი
დირექტორი ლეილა ალიევი

მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი — მუზეუმი და კულტურის ცენტრი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე. ატარებს აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელს.

მუზეუმის და კულტურული ცენტრის მთავარი მიზანია აზერბაიჯანული კულტურის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში, ასევე აზერბაიჯანულის მემკვიდრეობის შენარჩუნება.[1] ცენტრში ტარდება შეხვედრები,[2][3] გამოფენები[4][5][6][7] და სხვა კულტურული ღონისძიებები. მუზეუმი მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.[8][9]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი შეიქმნა 1982 წელს, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ინტელიგენციის მოთხოვნის საფუძველზე. მუზეუმი გაიხსნა ახუნდოვის სახსრებით აშენებულ შენობაში.[10]

თავდაპირველად ფუნქციონირებდა, როგორც აზერბაიჯანელი კლასიკოსის, ახუნდოვის სახლ-მუზეიმი. საქართველოში სამოქალაქო ომის დროს, მუზეუმმა შეწყვიტა მუშაობა და ხელახლა 1993 წელს გაიხსნა. 1996 წელს, მუზეუმს ჰეიდარ ალიევი ესტუმრა.

საკონტაქტო ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტელეფონი: (+995 0322) 753530
  • ელ-ფოსტა: azer.tbilisi@yahoo.com
  • მუშაობს ყოველდღე (ორშაბათის გარდა), 11:00 – 18:00 სთ-მდე.
  • მუზეუმში შესვლა უფასოა შემდეგი პირებისთვის: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]