მირზაანის ნავთობის საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მირზაანის ნავთობის საბადო მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ექსპლუატაცია დაიწყო 1939 წელს. აგებულია ზედასარმატული და შირაქის წყების თიხა-ქვიშაქვიანი ნალექებით, რომელთა ზედა ნაწილში კონგლომერატების შუაშრეებია; ტექტონიკურად — თარუღ ნაწილში გარღვეული ანტიკლინური ნაოჭია. ნავთობი დაკავშირებულია შირაქის წყების ნალექებთან, რომლებიც 27 ქვიშაქვიან ჰორიზონტს მოიცავს. ნავთობის ბუდობები ფენობრივ-თაღურია, ტექტონიკურად ეკრანირებული და ლითოლოგიურად შეზღუდული. კოლექტორები ალევროლითური ქვიშაქვებია. ნავთობის საწყისი დებიტი 2-4 ტ/დღ-ღ არ აღემატებოდა. ბუდობების განლაგების სიღრმეა 1000-1300 მ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]