მინუს 22 გრადუსი ცელსიუსით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მინუს 22 გრადუსი ცელსიუსით“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ფრენკ მარშალი
როლებში პოლ უოკერი
ბრიუს გრინვუდი
კომპოზიტორი მარკ აიშემი
ოპერატორი დონ ბარჯესი
სტუდია Walt Disney Pictures,
Spyglass Media Group, KM
გამოსვლის თარიღი 2006
ხანგრძლივობა 120 წთ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $40 მლნ

მინუს 22 გრადუსი ცელსიუსით (ინგლ. Eight Below) — 2006 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი-დრამა ანტარქტიკაში ძაღლების გამძლეობაზე, რომლის რეჟისორია ფრენკ მარშალი. ფილმი რიმეიკია 1983 წლის იაპონური ფილმისა „ანტარქტიკული ისტორია“. მისი სიუჟეტი ეფუძნება ნამდვილ ამბავს, რომელიც 1958-1959 წლებში იაპონურ კვლევით ორგანიზაციას გადახდა თავს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში მოქმედება 1993 წელს ხდება ანტარქტიკაში. პოლარული სადგურის თანამშრომელი ჯერი შეფერდი და უნივერსიტეტის პროფესორი დევის მაკლარენი მეტეორიტს ეძებენ ძაღლებიანი მარხილით. დაბრუნებისას პროფესორი დაშავდება და მისი ევაკუაცია ხდება საჭირო. ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, პროფესორთან ერთად, მთელი სადგურის შემადგენლობის ევაკუაცია ხდება და სადგურზე მხოლოდ 8 ძაღლი რჩება. თავიდან მათი დაბრუნება რამდენიმე დღეში იგეგმებოდა, მაგრამ ხანგრძლივი ქარბუქის, შემდეგ კი ზამთრის დადგომის გამო, ეს ვეღარ მოხერხდა. ძაღლები მარტო აღმოჩნდნენ ანტარქტიკის სიცივეში და ბრძოლა უწევთ გადარჩენისთვის.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოლ უოკერი — ჯერი შეფერდი
  • ბრიუს გრინვუდი — პროფესორი მაკლარენი
  • ჯეისონ ბიგზი — კუპერი
  • ვენდი კრუსონი — ევა
  • მუნ ბლუდგუდი — კეტი
  • აუგუსტ შელენბერგი — მინდო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]