შინაარსზე გადასვლა

პოლ უოკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ უოკერი
დაბადების სახელი პოლ უილიამ უოკერ IV
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1973
გრენდეილი, კალიფორნია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 2013 (40 წლის)
სანტა-კლარიტა, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985–2013
შვილ(ებ)ი 1
ავტოავარია, რომლის დროსაც გარდაიცვალა მსახიობი პოლ უოკერი

პოლ უილიამ უოკერ IV (ინგლ. Paul William Walker IV; დ. 12 სექტემბერი, 1973 — გ. 30 ნოემბერი, 2013) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა ბრაიან ო'კონერის როლის შესრულებით „ფორსაჟის“ ფილმების სერიაში. გარდაიცვალა 2013 წლის 30 ნოემბერს, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარიტაში, ავტო-კატასტროფაში[1].

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1986მონსტრი კარადაში Monster in the Closet„პროფესორი“ ბენეტი
1997სტუდენტური გუნდი Varsity Bluesლანს ჰარბორი
1999დანგრეული სასახლე Brokedown Palaceჯეისონი
2001ფორსაჟი The Fast and the Furiousბრაიან ო'კონერი
2003ორმაგი ფორსაჟი 2 Fast 2 Furiousბრაიან ო'კონერი
2005სიღრმეში Into the Blue ჯერედ კოული
2006მინუს 22 გრადუსი ცელსიუსით Eight Belowჯერი შეპარდი
2006სამმაგი ფორსაჟი The Fast and the Furious: Tokyo Driftბრაიან ო'კონერი
2006ჩვენი მამების დროშები Flags of Our Fathersჰენკ ჰანსენი
2009ფორსაჟი 4 Fast & Furiousბრაიან ო'კონერი
2011ფორსაჟი 5 Fast Fiveბრაიან ო'კონერი
2013ფორსაჟი 6 Fast & Furious 6ბრაიან ო'კონერი
2015ფორსაჟი 7 Furious 7ბრაიან ო'კონერი

2013 წლის 30 ნოემბერს ზუსტად ადგილობრივი დროით 15:30-ზე, უოკერი და მისი მეგობარი როჯერ როდასი[2] საქველმოქმედო ფონდ „Reach Out Worldwide“-ის, ტაიფუნ ჰაიანის მსხველპლთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე მივიდნენ[3][4]. ისინი მალევე წამოვიდნენ ღონისძიებიდან წითელი „Porsche Carrera GT“-თი რომელიც როდასს ეკუთვნოდა. გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ღამის განათების ბოძსა და გვერდზე მდგომ ხეს დაეჯახა, ვალენსიაში, მანქანა მაშინვე აალდა[3][5][6][7]. ლოს-ანჯელესის შერიფის განყოფილებამ განაცხადა, რომ ორივე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. ავტო-კატასტროფის მიზეზად მაღალი სიჩქარე სახელდება[5][8]. ასევე შემთხვევის ადგილისაკენ მიმავალი გზის 8 მონაკვეთზე აღინიშნება დამწვარი რეზინისა და ე.წ. „ფუნთუშის“ („წრეზე დრიფტი“) კვალი[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მსახიობი პოლ უოკერი 40 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . palitratv
  2. Paul Walker Friend Roger Rodas Bio (December2013). ციტირების თარიღი: 2013-11-15.
  3. 1 2 3 Duke, Alan; Sutton, Joe. 'Fast & Furious' star Paul Walker killed in car crash. CNN (2013-12-01). ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  4. 'Fast and Furious' star Paul Walker dies in Valencia car crash, publicist says“. ABC News. November 30, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-02. ციტირების თარიღი: 2013-11-30.
  5. 1 2 „Publicist: Fast & Furious Actor Paul Walker Dies in Car Crash“. TIME. 30 November 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-09. ციტირების თარიღი: 2013-11-30.
  6. Schabner, Dean (November 30, 2013). 'Fast and Furious' Star Paul Walker Killed in Crash". ABC News.
  7. Joel Landau. (2013-11-30) Paul Walker dead at 40: 'Fast and Furious' star killed in fiery car crash. NY Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-16. ციტირების თარიღი: 2013-11-30.
  8. „Fast & Furious actor Paul Walker dies in California car crash“. BBC News US & Canada. BBC News. 1 December 2013. ციტირების თარიღი: 2013-12-01.