მიკ ტონრაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიკ ტონრაია (დ. 28 ნოემბერი, 1992, ტაილანდი) — ტაილანდელი მსახიობი და მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკ ტონრაია დაიბადა 1992 წლის 28 ნოემბერს. დედამისი ტაილანდელია, ხოლო მამა — დანიელი. იზრდებოდა უმცროს ძმასთან ერთად. სკოლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ჟურნალისტიკის მიმართულებით გააგრძელა სწავლა.

2008 წელს ის საპროდიუსერო კომპანიის Dream Star Search აგენტმა შეამჩნია. მისი დებიუტი 2010 წელს შედგა, ლაკორნში „გამოწვევა ოცნებას“. ამ როლმა მიკს პირველი ჯილდო მოაპოვებინა — „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი 2010“. ექვსი წლის განმავლობაში ის მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა.

2016 წელს ის მიწვეულ იქნა კრიმინალურ-რომანტიკულ ლაკორნ „ცეცხლვან ოკეანეში“ სათამაშოდ, რამაც მას დიდი წარმატება მოუტანა. ამავე წელს მან შეასრულა მთავარი როლი ტელესერიალში „ერთხელ ჩემ გულში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]