მიკრობიოტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკრობიოტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  კვიპაროზისებრნი
გვარი:  მიკრობიოტა
ლათინური სახელი
Microbiota Kom., 1923

მიკრობიოტა (ლათ. Microbiota) — შიშველთესლოვან წიწვოვან მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. ცნობილია ერთადერთი სახეობა М. decussata. იგი 25–50 (100-მდე) სმ სიმაღლის მარადმწვანე გართხმული ბუჩქია, 2–5 მ სიგრძის ბრტყელი ყლორტებით. ფოთლები ზაფხულში მუქი მწვანეა, შემოდგომასა და ზამთარში მოწითალო-ყავისფერი, ქერცლისებრი, ჯვარედინ-წყვილი, ძირში შეზრდილი, ოვალურ-მახვილბოლოიანი, 2 მმ-მდე დიამეტრის; ახალგაზრდა ყლორტებზე ფოთლების ნაწილი შესაძლოა ნემსისებრი იყოს. მამრობითი გირჩები ოვალური ან მთლად მრგვალია, ყალიბდებიან მრავალწლიანი ტოტების ძირში ბოლო პატარა ტოტებზე. მდედრობითი გირჩები ხმელია, 5–6 მმ სიგრძისა და 3 მმ სიგანის, ერთთესლიანი, დამწიფების დროს იხსნება 2 ან 4 საგდულად. ცოცხლობს 100 წლამდე. თესლს იკეთებს 10 წლიდან. იზრდება შორეულ აღმოსავლეთში. სიხოტე-ალინის (რუსეთი) ენდემია. ფერდობებისა და მწვერვალების ზედა ნაწილებში ქვიან ადგილებში წარმოქმნის ხშირ რაყებს. რელიქტური სახეობაა; შეტანილია რუსეთისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხებში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Баландин С. А. Микробиота // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 259.