მიკი ჰაუარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკი ჰაუარდი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალიშა მიშელ მიკი ჰაუარდი
დაბ. თარიღი 30 სექტემბერი, 1960 (1960-09-30) (63 წლის)
დაბ. ადგილი ჩიკაგო[1]
წარმოშობა ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, ჯაზი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1979 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი mikihowardmedia.com

ალიშა მიშელ მიკი ჰაუარდი (ინგლ. Alicia Michelle "Miki" Howard; დ. 30 სექტემბერი, 1960, ჩიკაგო, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზის მომღერალი. მან 1980-იანი წლების შუა პერიოდსა და 1990-იანი წლების დასაწყისში გამოუშვა კომპოზიციები, როგორიცაა „Baby, Be Mine" (1987), „Come Share My Love" (1986) და „Love Under New Management" (1990). ნამუშევრებმა „Ain't Nobody Like You" (1992) და „Ain't Nuthin' in the World" (1989) პირველი ადგილი დაიკავეს ბილბორდის საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სინგლების ჩარტში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაუარდი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისში. დედა იყო გოსპელის მომღერალი.[2][3] ცხრა წლის ასაკში ჰაუარდი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა. აქ მუსიკოსის დედა მღეროდა გუნდში.

ჰაუარდზე გავლენა იქონიეს ისეთმა ჯაზ-შემსრულებლებმა, როგორიცაა ბილი ჰოლიდეი, დინა ვაშინგტონი და ნენსი უილსონი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაუარდი 1979 წელს გახდა ჯგუფ Side Effect-ის წევრი.[4] ბენდმა გამოუშვა რამდენიმე ალბომი, თუმცა ჩარტებში ვერცერთი მოხვდა. მალევე მუსიკოსს შეეძინა შვილი ოგი ჯონსონთან. ამ დროს ის გახდა უეინ ჰენდერსონისა და როი აიერსის ბექ ვოკალისტი. 1985 წელს ჰაუარდმა ჯგუფი Side Effect დატოვა. იმავე წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Atlantic Records და დაიწყო სოლო კარიერა.

1986 წელს ჰაუარდმა დაიწყო სიმღერების ჩაწერა მისი პირველი ალბომისთვის, „Come Share My Love", რომლის პროდიუსერი იყო ლემელ ჰუმსი.[5] ნამუშევარი ბილბორდის საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომების ჩარტში მე-19 ადგილზე გავიდა. პირველი სინგლი „Come Share My Love" გახდა ჰიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეხუთე ადგილზე გავიდა ბილბორდის რიტმ-ენდ-ბლუზ სინგლების ჩარტში. მალევე მან გამოუშვა გლენ მილერის სიმღერის „Imagination“-ის ქავერი. ნამუშევარმა რიტმ-ენდ-ბლუზ სინგლების ჩარტში მე-13 ადგილი დაიკავა.

1987 წლის ნოემბერში გამოვიდა მუსიკოსის მეორე ალბომი, „Love Confessions". სინგლებმა „That's What Love Is“ და „Baby, Be Mine" მეხუთე ადგილი დაიკავეს რიტმ-ენდ-ბლუზ სინგლების ჩარტში. 1988 წელს ჰაუარდმა მოიგო Soul Train Music Award-ის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში. 1989 წლის ნოემბერში ჰაუარდმა გამოუშვა მესამე ალბომი, „Miki Howard". ნამუშევარი მეოთხე ადგილზე გავიდა ბილბორდის რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომების ჩარტში. პირველი სინგლი, „Ain't Nuthin' in the World", პირველ ადგილზე გავიდა რიტმ-ენდ-ბლუზ სინგლების ჩარტში. მუსიკოსმა კიდევ გამოუშვა ალბომიდან ორი სინგლი „Love Under New Management" და „Until You Come Back to Me (I'm Gonna Do)."

1992 წლისთვის მუსიკოსმა შეიცვალა ლეიბლი და ხელი მოაწერა კონტრაქტს Giant Records-თან. მან გამოუშვა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომი „Femme Fatale" იმავე წლის 15 სექტემბერს. ნამუშევარი მეშვიდე ადგილზე გავიდა რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომების ჩარტში. ალბომის სინგლი „Ain't Nobody Like You" გახდა ჰიტი და აღმოჩნდა პირველ ადგილზე რიტმ-ენდ-ბლუზ სინგლების ჩარტში. ნამუშევარი ასევე მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[6]

1992 წელს ჰაუარდმა ითამაშა ჯაზ-მომღერლის, ბილი ჰოლიდეის როლი სპაიკ ლის ფილმში „Malcolm X". ფილმში მან შეასრულა ჰოლიდეის ერთ-ერთ სიმღერა „I Cover the Waterfront". მუსიკოსმა Giant Records-ის ეგიდით ახალი მეხუთე სტუდიური ალბომი, „Miki Sings Billie" გამოუშვა 1993 წლის დეკემბერში.[7] 1997 წლისთვის მუსიკოსმა დატოვა Giant Records და გააფორმა კონტრაქტი ახალ ლეიბლთან Hush. მან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი, „Can't Count Me Out", იმავე წლის მაისში.[8]

2001 წლის მარტში გამოუშვა თავისი მეშვიდე ალბომი „Three Wishes" ლეიბლ Peak Records-ის ეგიდით. ნამუშევარი მე-60 ადგილზე გავიდა ბილბორდის რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში. ნამუშევარი ნომინირებული იყო საუკეთესო ტრადიციული რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური ალბომის კატეგორიაში 2002 წლის გრემის დაჯილდოებაზე.[9]

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, 2006 წლის სექტემბერში ჰაუარდმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Shanachie Records-თან და გამოუშვა მერვე სტუდიური ალბომი, „Pillow Talk".[10] ნამუშევარი წინა ალბომის მსგავსად მე-60 ადგილზე გავიდა ბილბორდის რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში. 2008 წლის ივნისში გამოუშვა მეცხრე სტუდიური ალბომი, „Private Collection".[11] ნამუშევარი გამოვიდა მუსიკოსის დამოუკიდებელი ლეიბლის, Branicka Records-ის ეგიდით. 2010 წლის ნოემბერში მუსიკოსი გამოჩნდა TV One-ის გადაცემაში „Unsung".[12]

2015 წელს გამოვიდა ჰაუარდის ახალი ალბომი, „I Choose to Be Happy".[13] 2015 წლის 25 სექტემბერს გამოუშვა თავისი მეორე ლაივ-ალბომი სახელწოდებით „Miki Howard: Live in Concert".

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cameo Tour (1987)
  • Levert Tour (1988)
  • Al Jarreau Tour (1990)
  • Jazz AllStars Tour (2009)
  • Throwback Unplugged Tour (2011)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Freebase Data DumpsGoogle.
  2. Gospel. Malaco. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 7, 2012. ციტირების თარიღი: April 13, 2012
  3. Reviews – The Pilgrim Jubilees (The Year of Jubilee). GospelFlava.com. ციტირების თარიღი: April 13, 2012
  4. Side Effect Biography. Mog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2012. ციტირების თარიღი: April 13, 2012
  5. www.hhv.de. Miki Howard - Come Share My Love en. ციტირების თარიღი: 2024-02-28
  6. Staff, Billboard. (2001-07-21) The Very Best of Miki Howard en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-28
  7. 1993 Miki Howard – Miki Sings Billie (A Tribute To Billie Holiday) | Sessiondays en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-28
  8. Can't Count Me Out - Miki Howard | Album | AllMusic, https://www.allmusic.com/album/cant-count-me-out-mw0000232518. წაკითხვის თარიღი: 2024-02-28
  9. Expert, EGOT. (2023-07-24) Miki Howard and the Grammys en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-28
  10. Pillow Talk by Miki Howard, https://secondhandsongs.com/performance/391429. წაკითხვის თარიღი: 2024-02-28
  11. Miki Howard Returns with "Private Collection" en (2008-06-23). ციტირების თარიღი: 2024-02-28
  12. TV One. ციტირების თარიღი: January 23, 2021
  13. Legendary R&B Songstress Miki Howard to Release New EP, “I Choose To Be Happy” This Summer 2014 | LISTEN TO NEW SINGLE! en-US (2014-03-25). ციტირების თარიღი: 2024-02-28