მიდართის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიდართის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანელში, ნასოფლარ მიდართის ტერიტორიაზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. შემორჩა ორი სართულის დონე მხოლოდ სამხრეთ კედელზე. დანარჩენი კედლები დანგრეულია. კოშკი შიგნიდან ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004