მიგიენ ბაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიგიენ ბაშა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიგიენ ხევატ ბაშა
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1987.
დაბადების
ადგილი
ლოზანა, შვეიცარია.
სიმაღლე 1.80
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი

მიგიენ ბაშა(დ. 5 იანვარი, 1987) — ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი რომელიც თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. დაიბადა შვედეთში, თუმცა იგი ამ ქვეყნის სახელით მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მისი კარიერის დანარჩენი ნაწილი მან ალბანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში გაატარა და საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელიც აღმოჩნდა.

ადრეული ცხოვრება და ახალგაზრდული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშა დაიბადა ლოზანაში, შვეიცარია. კოსოვოელი და ალბანელი მშობლების ოჯახში, რომლებიც წარმოშობით თერანდადან იყვნენ.[1] მას ჰყავს უმცროსი ძმა, ვულნეტ ბაშა, რომელიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელია. ბაშა ადრეულ ასაკში გადავიდა თერანდაში ალბანური ენის შესასწავლად და რამდენიმე წელი დაწყებით სკოლაში სწავლობდა. შემდეგ კი მშობლიურ ქალაქში ლოზანაში დაბრუნდა, კოსოვოს ომის დაწყებამდე. ომის დროს მისი ოჯახის სახლი მთლიანად განადგურდა, ასევე ამ ომს ემსხვერპლა მისი ბიძა.[1] ამ მოვლენებმა ღრმა კვალი დატოვა მის ცხოვრებაში.[1]

ბაშამ საფეხბურთო კარიერა დაიწყო ადრეულ ასაკში, როდესაც იგი 11 წლის იყო, შეუერთდა ადგილობრივ გუნდს Dardania Lozanne.[2] ეს იყო სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა ალბანური საზოგადოების მიერ ლოზანაში, იმ დროისთვის კლუბის მწვრთნელი აგიმ კანა გახლდათ.[3] შემდეგ გადავიდა სხვა სამოყვარულო კლუბში, სახელად Team Vaud. ხოლო 2004 წელს ბაშა გადავიდა საფეხბურთო კლუბ ლოზანაში. აქ ყოფნის პირველივე წელს ბაშამ პირველ გუნდში საკუთარი ადგილის მოპოვება მოახერხა .[4]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოზანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი პროფესიონალურ კარიერაში შედგა 18 წლის ასაკში, 2005 წლის 16 ივლისს 2005–06 სეზონში, ვინტერტურის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც დასრულდა ლოზანის გამარჯვებით 5–4, ბაშა კი მატჩში მე-60 წუთზე შევიდა. პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი მან თავის მესამე მატჩში გაიტანა, დებიუტიდან ორი კვირის შემდეგ, 2005 წლის 30 ივლისს ლუცერის წინააღმდეგ მატჩში, სადაც ლოზანამ 4-1 ანგარიშით გაიმარჯვა. ბაშა 68-ე წუთზე იზაბელას ნაცვლად შევიდა, 88-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3-1 გახადა.

ლუჩეზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005-06 სეზონის მეორე ნახევარში, ბაშა გადავიდა იტალიაში Luccehse-Libertas-ში სერია C1-ში. სეზონის ბოლომდე მან ხუთი მატჩი ჩაატარა. 2006-07 წლების სეზონში მან ლუჩესში რვა მატჩში ითამაშა.

ვიარეჯიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს ბაშა გადავიდა ვიარეგჯოში სერია C2-ში. აქ მან 15 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. ვიარეჯიოში მან მხოლოდ 2007-08 სეზონის პირველ ნახევარში იასპარეზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 L'Eco di Bergamo (3 August 2010). „Basha tells about himself“. L'Eco di Bergamo (Italian). ციტირების თარიღი: 16 August 2010.
  2. Migjen Basha – Euro 2016 profile Albanian. FSHF. ციტატა: „• Kur i keni patur fillesat me futbollin? Kur keni filluar të luani si futbollist profesionist? Cdo gjë ka filluar ku isha I vogël dhe luaja për qejf deri në moshën 11 vjecare. Më pas fillova të luaja për Dardania Lausanne“ ციტირების თარიღი: 30 November 2017
  3. „Agim Cana Entraîneur du Dardania Lausanne“. 24heures.ch (French). 19 August 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2012. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
  4. Migjen Basha - FC Bari 1908 - Stipendio & Fidanzata / Moglie & Automobili Italian. ციტირების თარიღი: 30 November 2017