მთის ბოყვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთის ბოყვი
Acer-pseudoplatanus.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Sapindales
ოჯახი:  ნეკერჩხლისებრნი
სახეობა:  მთის ბოყვი
ლათინური სახელი
Acer pseudoplatanus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 193856
Acer pseudoplatanus

მთის ბოყვი, მთის ნეკერჩხალი (Acer pseudoplatanus) — ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 40 მ აღწევს. მეტად ლამაზი გუმბათისებრი ვარჯი აქვს.

გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა, მცირე აზიაში, კავკასიასა და დასავლეთ უკრაინაში. ჩვენში ძირითადად დასავლეთ, იშვიათად აღმოსავლეთ საქართველოს შერეულფოთლოვან და მუქწიწვოვან ტყეებში, მდინარისპირა ტერასებზე, ხეობებში, ხრამებსა და ხევებში იზრდება.

ჩრდილის ამტანი და სწრაფმზარდია. აშენებენ ბაღ-პარკებსა და ქუჩებში. აქვს მაგარი და მკვრივი თეთრი მერქანი. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგნიძე რ., ქსე, ტ. 6, გვ. 671-672, თბ., 1983