შინაარსზე გადასვლა

მზიური ქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მზის ქარი)
ჰელიოსფერული ნაკადის ფენა წარმოიქმნება მზის მბრუნავი მაგნიტური ველის გავლენით მზიურ ქარში არსებულ პლაზმაზე.

მზიური ქარიმზის ზედა ატმოსფეროდან წამოსული პლაზმის ნაკადი. ის უმეტესად პროტონებსა და ელექტრონებს მოიცავს, რომელთა ენერგია ჩვეულებრივ 1,5-10 კილოელექტრონვოლტია. ნაწილაკების ნაკადის სიმკვრივე, ტემპერატურა და სიჩქარე იცვლება დროთა განმავლობაში და მზის გრძედის მიხედვით. ეს ნაწილაკები თავიანთი მაღალი ენერგიის წყალობით მზის გრავიტაციას თავს აღწევს — გვირგვინის მაღალი ტემპერატურიდან და მაგნიტური, ელექტრული და ელექტრომაგნიტური ფენომენებიდან, რომელიც მასში ხდება.

მზიური ქარი ზებგერითი სიჩქარით ვრცელდება უდიდეს მანძილებზე და ავსებს რეგიონს, რომელსაც ეწოდება ჰელიოსფერო — ბურთულის მსგავსი უზარმაზარი სივრცე, რომელსაც გარს აკრავს ვარსკვლავთშორისი სივრცე. მზიურ ქართან დაკავშირებული სხვა ფენომენებია: ციალი (ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნათება), კომეტის პლაზმური კუდი, რომელიც ყოველთვის მზის საპირისპიროდაა მიმართული, და გეომაგნიტური შტორმები, რომელთაც ძალუძს შეცვალოს მაგნიტური ველის ძალწირების მიმართულება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]