მზია მილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზია მილაშვილი
დაბ. თარიღი 1959
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა არქიტექტორი და მეცნიერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

მზია მილაშვილი (დ. 1959, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი და 1989 წელს მოსკოვის საცხოვრებლის ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ცენტრალურ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა.

1982-1986 წლებში მუშაობდა სოხუმში, „საქსახლკოლმშენპროექტის“ აფხაზეთის და ს. ი. „საქსოფლმშენსახპროექტის“ სოხუმის ფილიალებში ჯერ არქიტექტორის, მერე უფროსი არქიტექტორის თანამდებობაზე. ამ პერიოდში მისი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა სოხუმის ეთრზეთების ფაბრიკის, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუს საშუალო სკოლის, აბრსკილის მღვიმის ადმინისტრაციული შენობების გამწვანება, ასევე სხვა პროექტები. 1995 წლიდან ის პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. თავდაპირველას საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე მუშაობს, სადაც ახლად შექმნილი „მწვანე მშენებლობის არქიტექტურის“ სპეციალობისთვის შეადგინა სასწავლო გეგმები, პროგრამები და სალექციო კურსები მთელი რიგი დისციპლინებისთვის. 1996 წლიდან ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტში იწყებს მოღვაწეობას. აქ ჯერ მოწვეული პედაგოგის, ხოლო 1999 წლიდან ამავე ინსტიტუტის ინტერიერისა და დიზაინის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე მუშაობს. 2006 წელს ის არქიტექტურის, ურბანისტიკია და დიზაინის ფაკულტეტზე სრული პროფესორის თანამდებობას იკავებს. 2007 წელს მზია მილაშვილი დაინიშნა არქიტექტურის, ურბანისტიკია და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საფუძვლებისა და თეორიის დეპარტამენტის უფროსად. პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ის აქტიურად განაგრძობს პრქტიკულ და შემოქმედებით მუშაობას არქიტექტურს დარგში, არის ავტორი მთელი რიგი არქიტექტორული პროექტებისა, მათ შორისაა: კ. ჩაჩავას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის პროექტი და სხვა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები: სამეცნ. კონფერენციის თეზისები, თბ., სტუ, 2010, გვ. 50 ISBN 9789941148385
  • მეთოდური მითითებები არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის, თბ., სტუ, 2009, გვ. 24 ISBN 9789941145445
  • საცხოვრებელი სახლი-სასტუმრო საქართველოს საკურორტო განაშენიანებისათვის: მეთოდ. მითითება, თბ., სტუ, 2008, გვ. 15 ISBN 9789941142321

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ინჟინერი ქალები, თბ., 2008, გვ. 105-106

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]