მვერუ-ვანტიპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მვერუ-ვანტიპა
ინგლ. Lake Mweru Wantipa
მვერუ-ვანტიპას ტბა (შუაში) თავის მეზობლებს შორის: ტანგანიიკა (მარჯვნივ) და მვერუ (მარცხნივ)
მვერუ-ვანტიპას ტბა (შუაში) თავის მეზობლებს შორის: ტანგანიიკა (მარჯვნივ) და მვერუ (მარცხნივ)
კოორდინატები: 8°43′30″ ს. გ. 29°36′00″ ა. გ. / 8.72500° ს. გ. 29.60000° ა. გ. / -8.72500; 29.60000
მდებარეობა ზამბიის დროშა ზამბია
სიგრძე 65 კმ
სიგანე 20 კმ
ფართობი 1500 კმ²
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე
მვერუ-ვანტიპა — ზამბია
მვერუ-ვანტიპა

მვერუ-ვანტიპა (ინგლ. Lake Mweru Wantipa) — ტბა და ჭაობთა სისტემა ზამბიის ჩრდილოეთის პროვინციაში. ძველად ტბა საიდუმლოდ ითვლებოდა მარილიანობის და წყლის დონის ცვლილებების გამო, რომლებიც მთლიანად არ იყო გასაგები ნალექების დონის ცვლილებით, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ტბა მთლიანად დაშრა[1]. მისი ძნელადმისადგომი მდგომარეობის გამო მვერუ-ვანტიპას ტბა ნაკლებადაა შესწავლილი გეოგრაფების და გეოლოგების მიერ, განსხვავებით უფრო დიდი, მისი მეზობელი ტბებისაგან: ტანგანიიკისაგან და მვერუსაგან. სახელწოდების მსგავსების გამო მას ზოგჯერ შეცდომით ურევენ მვერუს ტბაში.

მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ტბების ჯაჭვში, 25 კმ-ით დასავლეთით ტანგანიიკის ტბიდან და 40 კმ-ით აღმოსავლეთით მვერუს ტბიდან.

ადგილობრივ დიალექტებზე «wa ntipa» შეიძლება გადავთარგმნოთ, როგორც «ტალახიანი». ეს იმით აიხსნება, რომ ტბის წყალი შესახედავად ჭუჭყიანია, ხანდახან გამოიყურება მოწითალოდ ან მსუბუქად ზეთიანად[2][1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 W. V. Brelsford: «The Problem of Mweru-Wantipa», The Northern Rhodesia Journal, Vol 2, No 5 (1954)
  2. Camerapix: «Spectrum Guide to Zambia», Camerapix International Publishers, Nairobi, 1996