მეჰდიზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეჰდიზადე
AbbasSahhat.jpg
დაბ. თარიღი 1874[1]
დაბ. ადგილი შემახა[2]
გარდ. თარიღი 11 ივლისი 1918(1918-07-11)[2]
გარდ. ადგილი განჯა
საქმიანობა პოეტი, ექიმი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, მთარგმნელი, დრამატურგი, მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ჟანრი პოეზია

აბას საჰათ მეჰდიზადე აბას-ყული ალი აბას-ოღლუ (დ. 1874, შემახა — გ. 11 ივლისი, 1918, განჯა) — აზერბაიჯანელი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

მიიღო სამედიცინო განათლება თეირანში. პირველი ლექსები 1898 წელს გამოაქვეყნა. ლექსების პირველი კრებული "გატეხილი საზი" 1912 წელს გამოსცა. მეჰდიზადე რომანტიკოსია. მისი ადრეული პერიოდის პოეზია ტრადიციული -აღმოსავლურია. სტატიაში "როგორი უნდა იყოს ახალი პოეზია" (1905) მეჰდიზადემ უარყო ლექსთწყობის მოძველებული ფორმები. ავტორია პოემისა "აჰმედის გმირობა" (1912), დრამისა "უმეცრების ნაყოფი" და სხვა. თარგმნიდა რუსული და დასავლეთ ევროპული ლიტერატურის კლასიკოსებს. მეჰდიზადეს ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის "მერანის" პირველი თარგმანი აზერბაიჯანულ ენაზე (1916).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Faceted Application of Subject Terminology
  2. 2.0 2.1 К. Талыбзаде Аббас Сиххат // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969. — Т. 1 : А — Ангоб. — С. 14.