მეჭინჭრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჭინჭრია
Aglais urticae LC0310.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aglais urticae (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Nymphalis urticae
  • Vanessa urticae
გავრცელება
Aglais urticae appearance.png

მეჭინჭრია (ლათ. Aglais urticae) — დღის პეპელა ნიმფალიდისებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 40–50 მმ-ს შეადგენს, ფერად ღია წითურია, აყრია შავი და მოყვითალო ლაქები. ფართოდ არის გავრცელებული ევრაზიის ზომიერ სარტყელში. კვერცხებს დებს ჭინჭრის ფოთლებზე (აქედან სახელწოდება), იშვიათად სვიაზე, რომლითაც შემდგომში მუხლუხები იკვებებიან (ცხოვრობენ ჯგუფებად). ჭუპრი თავისუფალი ტიპისაა, თავით ქვემოთ ეკვრება მცენარეებს და სხვადასხვა ვერტიკალურ ზედაპირს. ზრდასრულ ინდივიდებს მიგრაცია შეუძლიათ; ზამთრობენ თავშესაფრებში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Девяткин А. Л. КРАПИВНИЦА // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 580.