მეშადი აზიზბეკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეშადი აზიზბეკოვი
Mashadi Azizbekov.png
დაბ. თარიღი 18 იანვარი, 1876
ბაქო, აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი 20 სექტემბერი 1918

მეშადი აზიმ-ბეკ-ოღლუ აზიზბეკოვი (აზერ. Məşədi Əziz oğlu Əzizbəyov დ. 18 იანვარი [ძვ. სტ. 6 იანვარი ], 1876, ბაქო — გ. 20 სექტემბერი, 1918) — აზერბაიჯანელი რევოლუციონერი, ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი მარქსისტი. კომპარტიის წევრი 1898 წლიდან. რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კავკასიაში, ინჟინერი. დაამთავრა ბაქოს რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1908). იყო სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის „ჰუმეთის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1905–1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. 1913–1904 წლებში ბაქოს პროლეტარიატის გაფიცვების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1917 — ბაქოს საბჭოს წევრი. 1917 წლის სექტემბერში ხელმძღვანელობდა საყოველთაო გაფიცვის ბაქოს ნავთობის სარეწაოებსა და ქარხნებში. აქტიურად იბრძოდა ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისა (1917 წლის ოქტომბერი) და მუსავატელების ანტისაბჭოტა აჯანყების ლიკვიდაციისათვის (1918 წლის მარტი). მუშაობდა ბაქოს სახკომსაბჭოში საგუბერნიო კომისრად და შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ. ამავე დროს 1918 წლის მაისიდან იყო ბაქოს მაზრის გლეხთა დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. ინგლისის ინტერვენტებმა ესერების ხელშეწყობით დახვრიტეს სხვა ბაქოს 26 კომისრებთან ერთად. მეშადი აზიზბეკოვის ხსოვნის უკვდავსაყოფლად მისი სახელი მიენიჭა რაიონებს აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: