მეტყველების ფუნქციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მეტყველების ფუნქციათა პირველი შრეობრივი მოდელი 1918 წელს გერმანელმა ფსიქოლოგმა და ენათმეცნიერმა, კარლ ბიულერმა წარმოადგინა. მოგვიანებით, 1953 წელს აღნიშნული მოდელი იერარქიული სახით განავითარა და მეოთხე ფუნქცია დაამატა ავსტრიელმა ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა. პოპერისეული ვარიანტი შემდეგი სახისაა:

1. ექსპრესიული ანუ სიმპტომატიური ფუნქცია;

2. მასტიმულირებელი ანუ ინფორმაციული ფუნქცია;

3. დესკრიფციული ფუნქცია;

4. არგუმენტატიური ფუნქცია;

განსხვავებული სქემა წარმოადგინა იაკობსონმა, რომელიც ემყარება საკომუნიკაციო სიტუაციის ელემენტებს (ადრესატი, რეფერენტი, წარმომთქმელი, არხი, გამონათქვამი, კოდი):

1. კონატიური ფუნქცია: გამონათქვამი ცდილობს ადრესატის რეაქციის გამოწვევას ("გაჩუმდი!");

2. რეფერენციული ფუნქცია: გამონათქვამი შეეხება საუბრის საგანს, აღწერს სამყაროს, გარემოს, გარემოებებს და ა.შ. ("წვიმს");

3. ექსპრესიული ფუნქცია: გამონათქვამი შეეხება მთქმელს ("მოწყენილი ვარ");

4. ფატური ფუნქცია: გამონათქვამი შეეხება საკომუნიკაციო არხს. ("ალო");

5. პოეტური ფუნქცია: გამონათქვამი თავად გამონათქვამსვე შეეხება და თავისსავე ფორმაზე თამაშობს (სიტყვათა განლაგება, ევფონია და ა.შ).

6. მეტალინგვისტური ფუნქცია: გამონათქვამი აღწერს ხმარებულ კოდს ("სიტყვა სიტყვა არის საზოგადო სახელი")


დეტალურად იხ. იაკობსონის სქემა

ერთ გამონათქვამს შესაძლოა რამდენიმე ფუნქცია ჰქონდეს.