მეტეხის ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტეხის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში. კასპის-მეტეხის საავტომობილო გზის გასწვრივ, გზიდან 0,8 კილომეტრზე კოწახურის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ხევიდან 0,6 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს-|ადრინდელი რკინის ხანით. ნამოსახლრაზე ზედაპირულად მოიპოვება შავი და რუხი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნამოსახლარის აღმოსავლეთით 0,15 კილომეტრზე სამაროვანია. აქ დადასტურებულია ორმოსამარხები. ნამოსახლარის ჩრდილოეთით 0,1 კილომეტრზე ორი ქვაყრილიანი ყორღანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]