მეტეხის კლდის ქიმის განაშენიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტეხის კლდის ქიმის განაშენიანება — განაშენიანება მეტეხის გასწვრივ, რომელსაც, მიუხედავად მრავალი და არსებითი გადაკეთებებისა, შერჩა თავისი პირვანდელი, თვითმყოფადი იერი. ეს მეტწილად 2-3 საართულიანი სახლებისგან შემდგარი რიგი - განაშენიანები, რომელიც აგვრგვინებს შვეულ კლდეს მტკვრს კალაპოტის მარცხენა ნაპირსა და ვიწრო, მოხდენილ რუისის ქუჩას შორის, თავისი მრავალრიცხვოვანი აივნით, ლოჯიით, ტერასით, საყრდენი კედლით, ძიეთ დაკიდებული ბაღით, კონსოლური შვერილით - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რომანტიკული ანსამბლია.

უკანასკნელ წლებში ამ რიგის მრავალ სახლს ჩაუტარდა რკონსტრუქცია - რესტავრაცია, მეტეხის ტაძრის მეზობლად მდებარე დიდ საცხოვრებელი სახლის ადაპტაციის შედეგად შეიქმნა კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიით ახჭურვილი სასტუმრო (არქიტექტორები: გ. ჯაფარიძე, ვ. ორბელაძე); #5 და 7 სახლების რეგონსტრუქცია - რეენერაციის შემდეგ დაფიქსირდა არქივის განაშენიანების სტილისტური მახასიათებლები (არქიტექტორები: გ. ბათიაშვილი, თ. ღვანიძე). ამ განაშენიანებაში საინტერესოა #19, 37, 39 (XIX საუკუნის II ნახევარი) და #13, 15 (XX საუკუნის დასაწყისი) სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]