შინაარსზე გადასვლა

მენი (დანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „მენი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მენი (მრავალმნიშვნელოვანი).
მენი
მშობ. სახელი: Møn

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ბალტიის ზღვა
კოორდინატები 55°00′ ჩ. გ. 12°20′ ა. გ. / 55.000° ჩ. გ. 12.333° ა. გ. / 55.000; 12.333
ფართობი 218 კმ²
დანიის დროშა დანია
უდიდესი ქალაქი სტეგე
დემოგრაფია
მოსახლეობა 9 909 (2010)
სიმჭიდროვე 45,5 /კმ²

მენი (დან. Møn) — კუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთ დანიაში, ბალტიის ზღვაში. წარმოადგენს დანიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, თავის თეთრი კლიფებით, კოხტა პეიზაჟებით, ქვიშიანი პლაჟებითა და ძველ საბაზრო ქალაქ სტეგეთი.

მენი კუნძულ ზელანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისგან გამოყოფილია ჰელენის სრუტით. ქალაქ კალვეჩედან ზელანდიამდე გადებულია დედოფალ ალექსანდრინის ხიდი, რომელიც 1943 წლის 30 მაისს გაიხსნა და მეფე კრისტიან X-ის მეუღლის დედოფალ ალექსანდრინის პატივსაცემად ეწოდა სახელი. მისი სიგრძე 746 მეტრია და დანიის ერთ-ერთ უგრძეს ხიდად მიიჩნევა.

მენის ფართობი 218 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 9 909 ადამიანს შეადგენს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: