მენიპოს გადარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მენიპოსი (მხატვარი დიეგო ველასკესი)

მენიპოს გადარელი (ბერძნ. Μένιππος; ლათ. Menippus; ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის მეორე ნახევარი) — ბერძენი ფილოსოფოს–კინიკოსი და სატირიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენიპოსი წარმოშობით იყო სირიის ქალაქ გადარადან, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელი.

დიოგენე ლაერტელის მონათხრობის მიხედვით, მენიპოსი იყო მონა, შემდეგ ვაჭრობით გამდიდრდა და თებეში (ბეოტია) თავისუფალი მოქალაქის ხარისხიც მოიპოვა. მერე კი გაკოტრდა და თავი მოიკლა.

მენიპოს გადარელმა თებეში დაიწყო სატირების წერა. სულ შეუთხზავს ცამეტი წიგნი, რომლებიც დაკარგულია. ცნობილია მხოლოდ ზოგიერთი სატირული თხზულების სათაური და შინაარსი.

ლიტერატურული ჟანრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურულ ჟანრის — „მენიპოსის სატირა“ სახელწოდება მომდინარეობს მენიპოს გადარელის სახელიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Антология кинизма», Москва, «Наука», 1984.
  • Диоген Лаэртский, «О жизни, учениях и изречениях знаменитых философов», Москва, «Мысль»,1986.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]