მენიპოსის სატირა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენიპოსის სატირა, იგივე ვარონის სატირა — ანტიკური ლიტერატურის ჟანრი, ხასიათდება ფილოსოფიური განსჯისა და პაროდიული სატირის შეერთებით, ხოლო ფორმით გამოირჩევა პროზისა და პოეზიისა თავისუფალი შერევით.

ტერმინი „მენიპოსის სატირა“ მოდის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის შუახანების ცნობილი ფილოსოსფოს-კინიკოსისა და სახელგანთქმული სატირიკოსის მენიპოს გადარელის სახელიდან.

მენიპოსის სატირა განეკუთვნება ლიტერატურის იმ საერთო გვარს, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში გავრცელდა, პროზაული ჟანრის დიალოგში, ფილოსოფოს სოკრატეს მიმდევრებში და განსაკუთრებით დაინერგა კინიკოსებში.

სოკრატეს დიალოგის რბილი ირონია მენიპოსის სატირამ გადააქცია მასხრულ იუმორად და კომედიას მიუახლოვა. სწორედ კომიკური ეფექტის მისაღწევადაა გამიზნული ლექსისა და პროზის შერევაც. ეს დაკავშირებულია მაღალი პოეზიის ხშირ ციტირებასთან, ეპოსისა და ტრაგედიის მთელი სცენების პაროდირებასთან. მენიპოსის სატირის დაცინვის საგანი იყო მიწიერ დიდებათა არარაობა, მცდარი ადამიანური წარმოდგენები და ფილოსოფიური დოგმები, ღმერთებისადმი ბრმა თაყვანისცემა.

მენიპოსის სატირამ შექმნა ხასიათი დიოგენესი, იდეალური კინიკური ფილოსოფოსისა და ეს ხასიათი აჩვენა მოჩვენებითობის, სიმდაბლის, ფლიდობის და მონობის პრიზმაში.

მენიპოსს ბაძავდნენ ვარონი, სენეკა უმცროსი, ლუკიანე.

მენიპოსის სატირის ნიმუშებია შემდეგი რომანები: ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“, ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“, ვოლტერის „კანდიდი“, ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ჯეიმზ ჯოისის „ფინიგანის ქელეხი“, თომას პინჩონის „მიზიდულობის ცისარტყელა“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Бахтин М. Проблемы поэтики Достоевского. — М., 1979.
  • Wilson, Robert. "On Disgust: A Menippean Interview". Canadian Review of Comparative Literature 34: 2 (June, 2007). pp. 203–213. On Disgust: A Menippean Interview
  • Payne, F. Anne. Chaucer and the Menippean Satire. Madison: U of Wisconsin P, 1981.
  • Sherbert, Garry. Menippean Satire and The Poetics of Wit: Ideologies of Self-Consciousness in Dunton, D’Urfey, and Sterne. Peter Lang, 1996.
  • Weinbrot, Howard D. Menippean Satire Reconsidered. Baltimore: Johns Hopkins Univ. Press, 2005.