შინაარსზე გადასვლა

მემდელოეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მემდელოეობა — სოფლის მეურნეობის დარგი და მეცნიერება.

მემდელოეობას, როგორც სოფლის მეურნეობის (მემცენარეობის) დარგს, აქვს ამოცანად თივის მწვანე საკვების, ბალახის ფქვილის დასამზადებლად ნედლეულისა და სხვა საკვების წარმოება ბუნებრივ და ნათეს სათიბ-საძოვრებზე. მემდელოეობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ მეცხოველეობისათვის მტკიცე საკვები ბაზის შესაქმნელად. სამეურნეო-ორგანიზაციული თვალსაზრისით მემდელოეობა მჭიდროდ დაკავშირებულია მემინდვრეობასა და მეცხოველეობასთან.

მემდელოეობა, როგორც მეცნიერება, იკვლევს მემდელოეობის თეორიულ საფუძვლებს. იკვლევს ბუნებრივი სათიბ-საძოვრების გაუმჯობესების ტექნოლოგიას და კულტურულ სათიბ-საძოვრების შექმნის, მათი რაციონალურად გამოყენების მეცნიერულ საფუძვლებს. მემდელოეობის საბუნებისმეტყველო-მეცნიერული საფუძველი არის მდელოთმცოდნეობა.