მეთოდი (პროგრამირება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეთოდი ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირებაში — ფუნქცია ან პროცედურა, რომელსაც ფლობს რომელიმე კლასი ან ობიექტი (პროგრამირება).

განარჩევენ მარტივ მეთოდებს და სტატიკურ მეთოდებს:

  • მარტივ მეთოდს აქვს წვდომა ობიექტის შემცველობაზე.
  • სტატიკურ მეთოდს არ აქვს წვდომა ობიექტის შემცველობაზე და მათ შესაქმნელად არაა საჭირო კლასის ეგზემპლიარის შექმნა.

მეთოდებს აქვს წვდომის დონეები:

  • პუბლიკური (public) ინტერფეისი — საერთო ინტერფეისი ყველა მომხმარებლისათვის.
  • დაცული (protected) ინტერფეისი — შინაგანი ინტერფეისი კლასის ყველა მემკვიდრესათვის.
  • დაკეტილი (private) ინტერფეისი — ინტერფეისი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ კლასის შიგნით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]