მედუდუკეთა ანსამბლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მედუდუკეთა ანსამბლები — დუდუკზე დამკვერელთა მუსიკალური კოლექტივები (დასტა). საქართველოში (უპირატესად თბილისში) აღმოსავლური საკრავის-დუდუკის შემოსვლასთან ერთად ჩამოყალიბდა (XVII ს.), განსაკუთრებით XIX საუკუნეში გავრცელდა და ძველ თბილისური ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა. 1936 წელს საქართველოს ფილარმონიასთან შეიქმნა მედუდუკეთა ანსამბლი (ხელმძღვანელი ხ. ტალგაუკოვი), რომელიც დამოუკიდებლადაც გამოდიოდა და თანხლებასაც უწევდა ცნობილ სახალხო მომღერალს ანა ვარდიაშვილს. 1962 წელს დაარსდა ანსამბლი „სოინარი“ (ხელმძღვანელი გ. ქსოვრელი). ამ ანსაბლთან ერთად არაერთი ქალაქური მელოდია იმღერეს ესტრადის მსახიობებმა მ. ძიძიგურმა, ც. დადიანმა და სხვ. სამუსიკო ანსაბლების რესპუბლიკის გაერთიანებასთან შეიქმნა მედუდუკეთა ანსამბლები „ქალაქური“ (ხელმძღვანელი გ. ქსოვრელი), „სალხინო“ (ხელმძღვანელი ვ.არჩვაძე), „კავკასიონი“ (ხელმძღვანელი გ. გაგლოშვილი) და სხვ. საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებასთან გაიხსნა მედუდუკეთა სკოლა-სტუდია.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ.655