ანა ვარდიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ანა ვარდიაშვილი}}

ანა ვარდიაშვილი (დ. 31 მაისი, 1900 — გ. 1978) — ქართველი მომღერალი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი. 1928-1931 წლებში სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იყო ამავე თეატრის მსახიობი.

1927 წელს პირველად გამოვიდა ფანდურით თელავში ახვლედიანის მოთავეობით გამართულ პოეტ მარიჯანის საპატივსაცემო კონცერტზე.

1939 წელს შედგა მისი, როგორც მომღერლის დებიუტი მედუდუკეთა ანსამბლთან ერთად, თავიდანვე წარმატებით შეასრულა ქალაქური სიმღერები და დიდი პოპულარობა მოიპოვა.

1940-იან წლებში სსრკ რადიოკომიტეტის დავალებით ატარებდა კონცერტებს ტალგაუკოვის მედუდუკეთა ანსამბლის თანხლებით, პარალელურად იყო ფილარმონიის სოლისტი. 1941 წელს მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში, სადაც მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებსა და რომანსებს. 1939-1947 წლებში იყო საქართველოს რადიოკომიტეტის სოლისტი.

1941-1945 წლებში მუშაობდა თბილისის პიონერთა სასახლეში. 1948 წლიდან მუშაობდა სიმღერის მასწავლებლად ქალაქ ქლუხორის ბავშვთა სახლში. 1949-1957 წლებში იყო თბილისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებელი. მისი რეპერტუარი ძირითადად იყო: ქართული ხალხური ხიმღერები, მათ შორის: „იავნანა“, „არწივი“, „გუთნური“, „ციცინათელა“, „სალამი ჩიტუნებო“, „სიზმარი“, „მოხევის ქალო თინაო“, „მშვენიერო“, „შენ გეტრფი“, „მუხამბაზი“, „კეკელა და მარო“, „თამარ-ქალის სიმღერა“. 200 სიმღერიდან მხოლოდ 10 სიმღერაა შემორჩენილი. ეს ის საუკეთესო სიმღერებია, რომლებიც ომის პერიოდში ჩაიწერა. იმ დროს დუდუკებზე დაკვრა მკაცრად იკრძალებოდა. იგი იყო შემსრულებელი სიმღერის, რომელიც შეიქმნა კარლო კალაძის ლექსზე - „ჩემი გმირი გიწოდე...“. მისი სიმღერები სრულდებოდა როგორც დუდუკის თანხლებით, ასევე ჩონგურისა და გიტარის დამატებით.

აღსანიშნავია, რომ ანა ვარდიაშვილი მეგობრობა ელენე ახვლედიანთან, ისინი კლასელები იყვნენ.

ვარდიაშვილლის ღვაწლი განსაკუთრებულია ქალაქური (თბილისური) ანსამბლის („დასტის“) აღმოსავლური რეპერტუარის გაქართულებაში. აღსანიშნავია, რომ მან ანსამბლის ტრადიციულ საკვრავებს მესამე დუდუკი დაუმატა, რითაც შემდგომში შესაძლებელი გახდა სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება.

1960 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ანა ვარდიაშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

ანა ვარდიაშვილი გარდაიცვალა 1978 წელს, 77 წლის ასაკში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ვარდიაშვილი დუდუკებზე მომღერალი პირველი ქალია. ანას მშობლები და, საერთოდ, ვარდიაშვილების საგვარეულო, ბუნებით იყო დაჯილდოებული მუსიკალური ნიჭით. მისი მამა იყო მომღერალი, რატილის მომღერალთა გუნდის წამყვანი სოლისტი, სასულიერო პირი, დეკანოზი დიმიტრი (ტიტე) ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი (1872-1924). ანას დედა კი გახლდათ ოლიკო მანსვეტაშვილი. სამწუხაროდ, ანა სულ რაღაც ორწლინახევრის იყო, როდესაც დედამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ამის შემდეგ მას მამიდამისი – ქეთო ზრდიდა. ქეთოს ოლიკოს საფლავთან ფიცი დაუდევს, არ გავთხოვდები და შენს შვილს გავზრდიო, მაგრამ, ანა 9 წლის რომ ყოფილა, ოჯახს ქეთო ძალდატანებით გაუთხოვებიათ ქუთაისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. გვ. 171 , თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]