მდინარის ჩამონადენი
იერსახე
მდინარის ჩამონადენი — წყლის გადაადგილება ნაკადის სახით მდინარის კალაპოტში. იქმნება გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად. წარმოადგენს წყლის წრებრუნვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რის შედეგადაც ხდება წყლის გადაადგილება ხმელეთიდან ოკეანეში ან გაუდინარ არეში. დროის ერთეულში ჩამონადენის რაოდენობრივ მაჩვენებელს ეწოდება წყლის ხარჯი, რომელიც წარმოადგენს ნაკადის ცოცხალ კვეთში გავლილ წყლის საშუალო, მინიმალურ ან მაქსიმალურ ხარჯს. ზედაპირულ ჩამონადენში განარჩევენ კალთურ ჩამონადენსა და კალაპოტურ ჩამონადენს.
მდინარის ჩამონადენის რეგულირება ეწოდება მდინარის ჩამონადენის მოცულობის განაწილებას დროის განმავლობაში, მისი რეჟიმის შეცვლას სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის მოთხოვნათა შესაბამისად.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|